ფეხბურთი

17:58 | 21.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

U17: საქართველომ ისლანდიას აჯობა

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები მინსკის განვითარების თასზე მეორე ტურში ისლანდიას დაუპირისპირდა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა და მისი ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც მე-19 წუთზე საბა ხვადაგიანმა გაიტანა. ამრიგად, გიორგი ჩიტაურის გუნდს ორი ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს.

მოგეხსენებათ, გუშინ ისრაელის 17-წლამდე ნაკრებთან მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას კი, ქართველი ფეხბურთელები ტაჯიკეთის წინააღმდეგ ჩაატარებენ.

საქართველო - ისლანდია 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 ხვადაგიანი (19)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118394