ფეხბურთი

0:19 | 21.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

პეპ გვარდიოლა: "ჩვენი მიზანი მეორე ადგილზე გასვლაა"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლას პრემიერლიგის მოგების იმედი აღარ აქვს. ესპანელის განცხადებით, მისი გუნდის მიზანი მეორე ადგილზე გასვლაა და სტაბილურობის შენარჩუნებაა, რომ სხვა ტურნირებში მოახერხოს ჩემპიონობისთვის ბრძოლა.

„ჩვენი მიზანი სეზონის მეორე ადგილზე დასრულებაა. გარდა ამისა, სხვა ტურნირებში დღითიდღე მომატება, ჯერ კიდევ ვიბრძვით სამი ტიტულისთვის (ჩემპიონთა ლიგა, ინგლისის ლიგისა და ასოციაციის თასები). ჩვენ უნდა ვიპოვოთ ის, რაც წინსვლისკენ გვიბიძგებს. თასებზე და ჩემპიონთა ლიგაზე კარგად თამაში შეუძლებელი იქნება თუ პრემიერლიგაშიც კარგად ვერ ვითამაშებთ, უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი სტანდარტი, რაც შეიძლება მაღლა.

არ უარვყოფ, რომ „ლივერპული“ არაჩვეულებრივია, მაგრამ მე ყოველდღიურად ვფიქრობ, როგორ შეიძლება მოვუმატოთ. ჩვენ უფრო მეტი გოლი გვაქვს გატანილი, ვიდრე „ლივერპულს“, თუმცა მეტოქეებსაც მეტ შანსს ვაძლევთ და ამან რამდენიმე ქულა დაგვაკარგვინა“, - განაცხადა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტი“ პრემიერლიგაში მეორე ადგილზეა და „ლივერპულს“ 16 ქულით ჩამორჩება, ერთი თამაშით მეტიც აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109516