ფეხბურთი

17:20 | 20.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

დაუჯერებელი ამბავი თურქეთში: სამი პენალტი ერთ წუთში, სამი მოგერიება მეკარისგან და მცველისგან (+VIDEO)

ერთი მომენტი, სამი პენალტი, ორი ყვითელი ბარათი, ერთი წითელი ბარათი და ორი სხვადასხვა ფეხბურთელის მიერ აღებული პენალტები.

უცნაური ისტორიაა, მაგრამ რეალობაა და ეს თურქეთის ლიგა 2-ში (რანგით მესამე დივიზიონი) მოხდა. „უშაკსფორის“ მეკარემ, ერსინ აიდინმა 90-ე წუთზე „ერგენ ველიმეშთან“ შეხვედრაში პენალტი მოიგერია. თუმცა, ფეხი ხაზს მიღმა ჰქონდა დარტყმის მომენტში, რის გამოც მსაჯმა ყვითელი ბარათი მისცა და თერთმეტმეტრიანი ხელმეორედ შესრულდა.

თუმცა, იგივე მოხდა. ერსინმა ისევ მოიგერია პენალტი, მაგრამ არბიტრმა ისევ ხაზზე ფეხის გადადგილების გამო მეორედ გააფრთხილა და გააძევა. პენალტის შესრულების უფლება კი „ველიმეშს“ მესამედ მისცა. ვინაიდან ამ დროისთვის „უშაკსფორს“ ცვლილებების ლიმიტი ამოწურული ჰქონდა, მეკარეობა მცველმა ლევენთ აკტუგმა შეითავსა და მატჩის გმირიც გახდა - მანაც მოიგერია!

საბოლოოდ, „უშაკსფორმა“ მატჩი 2:0 მოიგო, ხოლო ერთ ეპიზოდში შესრულებულმა სამმა არაზუსტმა პენალტმა და მათ შორის, მცველის მოგერიებულმა დიდი ყურადღება მიიქცია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113983