ფეხბურთი

15:17 | 20.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

კავანი პსჟ-ს ტოვებს: ლეონარდომ ინფორმაცია დაადასტურა

ედინსონ კავანის პსჟ-დან წასვლა კიდევ უფრო რეალური გახდა. ფრანგული გუნდის სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ დაადასტურა, რომ ურუგვაელს მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში გუნდის დატოვება სურს.

„ჩვენ ყოველთვის ერთსა და იმავეს ვამბობდით კავანისთან დაკავშირებით. ვიმედოვნებდით, რომ დარჩებოდა, მაგრამ ახლა ის წასვლას ითხოვს. სიტუაციას ვსწავლობთ. „ატლეტიკოდან“ წინადადება გვაქვს, მაგრამ ეს არ არის მოთამაშის ღირებულების შესაბამისი.

მისი შემცვლელები? ჩვენ გვყავს დრაქსლერი და სხვა ბევრი მოთამაშე, რომელთანაც 9 ნომრის პოზიციაზე თამაში შეუძლიათ“, - თქვა ლეონარდომ.

შეგახსენებთ, „ატლეტიკო“ კავანის სანაცვლოდ პსჟ-ს 10 მილიონ ევროს სთავაზობს. „მატადორი“ პარიზელთა ღირსებას 2013 წლიდან იცავს და 291 თამაშში 198 გოლი აქვს გატანილი. თუმცა, მიმდინარე სეზონში მაურო იკარდისთან კონკურენციაში ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და 13 მატჩში მხოლოდ 5 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109746