კალათბურთი

10:00 | 20.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"შერმინატორი" - ქართველი ლიგა ენდესაში ტურის MVP მეოთხედ გახდა! (+VIDEO)

გიორგი შერმადინს კარიერაში საუკეთესო სეზონი აქვს და ქართველი მიმდინარე სეზონში უკვე მეოთხედ გახდა ესპანეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მოთამაშე.

მე-18 ტურში „იბეროსტარ ტენერიფეს“ ქართველმა ცენტრმა „ესტუდიანტესთან“ ბრწყინვალე თამაში ჩაატარა და ორმაგი დუბლი შეასრულა. გიორგიმ 21 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა, მათ შორის 5 შეტევაში. 11-დან 6 ორქულიანი და 10-დან 9 საჯარიმო ჩააგდო. ამასთან, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა, შედეგად მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 31-ს გაუტოლდა, რაც არამხოლოდ მატჩში, მთლიანად ტურში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აღმოჩნდა.

მიმდინარე სეზონში ტურის MVP მე-10, მე-12 და მე-14 ტურებშიც გახდა. გარდა ამისა, დეკემბრის თვის საუკეთესო მოთამაშის ტიტულიც მიიღო, რაც ევროპის საუკეთესო შიდა ჩემპიონატში მცირე აღიარება ნამდვილად არაა.

აქვე გეტყვით, რომ ამ სეზოდანმდე ოთხჯერ იყო ლიგა ენდესას ტურის MVP-ის ტიტულის მფლობელი და ოთხჯერვე „მორაბანკ ანდორას“ რიგებში (2015-2016 წლების სეზონის 30-ე ტურში, 2016-2017 წლების სეზონის მე-17, 25-ე და 32-ე ტურებში).

სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
0.112