ფეხბურთი

16:42 | 19.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

როი ჰოჯსონი: " რისი სწავლა შემიძლია გვარდიოლასგან? წაგების"

ინგლისის პრემიერლიგის 23-ე ტურში „მანჩესტერ სიტიმ“ მორიგი ქულები გაანიავა და საჩემპიონო შანსი პრაქტიკულად გაანიავა. „ქალაქელებმა“ ამჯერად „კრისტალ პალასს“ ვერ მოუგეს და ყურადღება თამაშის შემდეგ სტუმართა თავკაცის, როი ჰოჯსონის კომენტარმა მიიქცია.

საქმე ისაა, რომ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გვარდიოლამ ჰოჯსონის შესახებ იხუმრა, 72 წლის ასაკში იმიტომ მუშაობს, რომ სახლში მოწყენილი იქნებოდა.

„რა თქმა უნდა, მე აღფრთოვანებული ვარ მისით. „კრისტალ პალასი“ სატურნირო ცხრილში კარგ პოზიციაზე მიიყვანა. ჰოჯსონი 72 წლის ასაკში ისევ მწვრთნელია, რადგან სახლში მოიწყენდა“, - თქვა გვარდიოლამ.

ინგლისელმა კი ესპანელ კოლეგას ერთი დღის შემდეგ უპასუხა:

„ცხადია ყოველთვის მწყინს, როდესაც 72 წლის ასაკში, 45-წლიანი სამუშაო გამოცდილებით მეკითხებიან რისი სწავლა შემიძლია სხვა მწვრთნელებისგან, მაგრამ ყოველშემთხვევაში, ვფიქრობ, რომ გვარდიოლასთან შემიძლია წაგება ვისწავლო. თუმცა, დღეს არ წავაგეთ და როგორც ჩანს, გაკვეთილი კარგად ვერ ვისწავლე“, - აღნიშნა ჰოსჯონმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113757