ფეხბურთი

13:30 | 19.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

იმობილე: "იმედია იგუაინის რეკორდს გავიმეორებ"

იტალიის ეროვნული ნაკრების და რომის "ლაციოს" თავდამსხმელმა ჩირო იმობილემ "სამპდორიასთან" მოგებულ (5:1) იტალიის ჩემპიონატის მე-20 ტურის მატჩში ჰეთთრიკი შეასრულა და სერია A-ში 23 გოლი დაუგროვდა. იმობილემ მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ რთული იქნება გონსალო იგუაინის რეკორდის გაუმჯობესება, თუმცა ამის იმედი აქვს. არგენტინელმა ფეხბურთელმა 2015/16 წლების სეზონში 36 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით რეკორდმენია.

"ჩვენ ყველა მოწინააღმდეგეს ვაფასებთ და "სამპდორიაც" გამონაკლისი არ იყო, რადგან კარგ ფორმაშია. გვინდოდა მეორე წრე წარმატებულად დაგვეწყო და ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაა და ოთხეულში ყოფნას ვუმიზნებთ. რაც შეეხება იგუაინის რეკორდს, რთული იქნება მისი მიღწევის განმეორება, თუმცა თუ ასე გავაგრძელეთ თამაში და გულშემატკივრებიც დამეხმარნენ, ვიმედოვნებ გოლების გატანას გავაგრძელებ." - ციტირებს იმობილე Sky Italia-ს სიტყვებს.

მიმდინარე სეზონში იმობილემ 25 მატჩი ჩაატარა და ხსენებული 23 გოლის გარდა კიდევ სამჯერ გამოიჩინა თავი ევროპა ლიგასა და იტალიის თასზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107938