ფეხბურთი

21:12 | 18.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ერლინგ ჰოლანდმა ბუნდესლიგაში ჰეთ-თრიქით დაიწყო!

გერმანიის ბუნდესლიგა განახლდა და დორტმუნდის „ბორუსიაში“ დებიუტი ჰქონდა ერლინგ ჰოლანდს. ნორვეგიელმა ჯერ კიდევ ავსტრიულ „ზალცბურგში“ დაამტკიცა, რომ ფენომენალური თვისებები გააჩნია და ახლა უკვე იგივეს გერმანიაშიც აგრძელებს.

„დორტმუნდმა“ „აუგსბურგი“ მისსავე მოედანზე 5:3 დაამარცხა, ხოლო ჰოლანდს დაუვიწყარი საღამო ჰქონდა. ის მოედანზე 56-ე წუთზე მაშინ გამოჩნდა, როდესაც მისი გუნდი 1:3 მარცხდებოდა.

ჰოლანდს ბუნდესლიგაში სადებიუტო გოლისთვის 183 წამი დასჭირდა და მეტოქის კარი აიღო. ეს ყველაფერი არ ყოფილა, თამაშის ბოლომდე ჰეთ-თრიქის შესრულება მოასწრო და პიერ-ემერიკ ობამეიანგის შემდეგ „დორტმუნდის“ პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც სადებიუტო შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა.

0.118233