ფეხბურთი

23:20 | 18.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბიარნასონი იტალიაში დაბრუნდა

ისლანდიის ეროვნული ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი ბირკირ ბიარნასონი კარიერას "ბრეშაში" გააგრძელებს. როგორც იტალიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელმა ახალი გუნდის ღირსებას 2021 წლამდე დაიცავს.

ბიარნასონი "ვიკინგის" აკადემიის აღზრდილია და ნორვეგიის დატოვების შემდეგ "პესკარასა" და "სამპდორიაში" უთამაშია. ბოლო ორი სეზონი ისლანდიელმა "ასტონ ვილაში" გაატარა და გუნდი 2019 წლის ზაფხულში დატოვა. მიმდინარე სეზონის ნახევარი კი "ალ არაბის" მაისურით თამაშობდა და "ბრეშას" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111159