ფეხბურთი

19:55 | 18.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"დინამომ" თურქულ შეკრებაზე პირველი თამაში წააგო

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „დინამო თბილისმა“ თურქეთის ქალაქ ლარაში ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო და პირველი ამხანაგური მატჩი გამართა.

„დინამოს“ მეტოქე რუმინეთის ჩემპიონატის აუტსაიდერი „ვოლუნტარი“ იყო, რომელმაც თბილისური გუნდის ძლევა მოახერხა - 3:1. „დინამოს“ რიგებში ერთადერთი გოლი დავით კობოურმა გაიტანა, ხოლო მეტოქის მხრიდან თავი გორობსოვმა, ტატამ და ოლივეირამ გაიტანეს.

„დინამო“ თურქეთში მომდევნო სპარინგს 22 იანვარს, პოლონურ „ბოტევთან“ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113286