ფეხბურთი

17:57 | 18.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ზიეჩმა იტალიურ გუნდში ჩაშლილი ტრანსფერი გაიხსენა

ამსტერდამის „აიაქსის“ შემტევმა ნახევარმცველმა ჰაკიმ ზიეჩმა ჰოლანდიურ მედიასთან გაიხსენა, რომ „რომაში“ გადასვლასთან ახლოს იყო, მაგრამ სპორტული დირექტორის მონჩის გუნდიდან წასვლამ მოლაპარაკებები ჩაშალა.

„სევილია“ ეჭვგარეშეა შესანიშნავი გუნდია, მაგრამ მონჩის ჩემი წაყვანა „რომაში“ უნდოდა. მოლაპარაკება მშვენივრად, სწორი მიმართულებით მიმდინარეობდა, როდესაც უცებ ყველაფერი გაქრა, აღარაფერი ვიცოდი. შემდეგ ის „სევილიაში“ დაბრუნდა და ესპანურ გუნდში გადასვლა მთხოვა, მაგრამ გვიანი იყო“, - განაცხადა ზიეჩმა.

შეგახსენებთ, რომ ზიეჩი „აიაქსის“ ღირსებას 2016 წლიდან იცავს და 157 მატჩში 47 გოლი აქვს გატანილი. მანამდე კი, „ჰერენვეენისა“ და „ტვენტეს“ რიგებში თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110152