ფეხბურთი

17:30 | 18.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მარსელს" ფინანსური პრობლემების გამო მწვრთნელი დატოვებს

მარსელის „ოლიმპიკი“ მიმდინარე სეზონში შესანიშნავად თამაშობს და ლიგა 1-ში პსჟ-ს თუ ვინმე ავიწროვებს, სწორედ ზღვისპირელები არიან.

მიუხედავად ამისა, დიდი ალბათობით, „მარსელი“ ზაფხულში მთავარ მწვრთნელს შეიცვლის. Le Parisien-ის ცნობით, ანდრე ვილაშ-ბოაში სეზონის დასრულების შემდეგ გუნდის დატოვებას ფინანსური პრობლემების გამო აპირებს.

პორტუგალიელს ეჭვი არ ეპარება, რომ მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს და შესაბამისად, გაძლიერებაც დასჭირდება. თუმცა, არსებული ფინანსური ვითარებიდან გამომდინარე ამის გაკეთება შეუძლებელი იქნება.

ლიგა 1-ში 20 ტურის შემდეგ „მარსელი“ 41 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „პარი სენ ჟერმენს“ 8 ქულით ჩამორჩება. აღსანიშნავია, რომ „ოლიმპიკს“ ზედიზედ 10-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

0.122733