ფეხბურთი

15:59 | 18.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჯანო "სპარტაკის" დუბლებში ემზადება და გუნდთან კონტრაქტის გაწყვეტას აპირებს

მოსკოვის „სპარტაკი“ და ჯანო ანანიძე კონტრაქტის გაწყვეტაზე მსჯელობენ. აღნიშნულ ინფორმაციას რუსი ჟურნალისტი სერგეი ეგოროვი ავრცელებს.

ქართველი „სპარტაკმა“ არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში შეკრებაზე არ წაიყვანა და მხოლოდ მეორე გუნდთან ერთად იწყებს მზადებას, რომელსაც თურქულ შეკრებაზე გაჰყვება. პარალელურად, მხარეები კონტრაქტის გაწყვეტაზე ფიქრობენ, რომელიც 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

„ჯანო და „სპარტაკი“ კონტრაქტის შეწყვეტის ვარიანტს ეძებენ. ნახევარმცველს კონტრაქტის ამოწურვამდე 17 თვე დარჩა, გუშინ მან სამედიცინო შემოწმება „სპარტაკი 2“-თან ერთად გაიარა და სავარაუდოდ, 22 იანვარს შეკრებაზე თურქეთში გაფრინდება. მიუხედავად ამისა, მხარეთა პოზიციები განსხვავებულია.

კონტრაქტის შეწყვეტის კომპრომისული გადაწყვეტილება კი ყველასთვის დადებითი იქნება. მოთამაშე მიიღებს კომპენსაციას და კარიერის ნორმალურად განახლების შანსს (ჯერ კიდევ არაა მზად „ტამბოვში“ წასასვლელად), კლუბი კი დაზოგავს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხელფასის ნაწილს. ამ დროისთვის კი, „სპარტაკ 2“-მა მიიღო გამოცდილი მოთამაშე, რომლის ხელფასი უფრო დიდია, ვიდრე მთლიანად დანარჩენი გუნდის“, - დაწერა ტეელგრამში ეგოროვმა.

შეგახსენებთ, ანანიძეს თავიდან თურქულ „დენიზლისფორს“, შემდეგ რუსულ „ტამბოვს“ უკავშირებდნენ, მაგრამ ჯერჯერობით ძირეული ნაბიჯები ამ მხირვ არ გადადგმულა. ქართველმა შემტევმა მიმდინარე სეზონში „სახალხო გუნდის“ ღირსება მხოლოდ 10 შეხვედრაში დაიცვა.

0.113929