ფეხბურთი

13:45 | 18.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

იურგენ კლოპი: "ვარ თუ არა საუკეთესო? ძალიან მარტივი კითხვაა"

"ლივერპულის" თავკაცი იურგენ კლოპი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად საკუთარ თავს არ მიიჩნევს. გერმანელ სპეციალისტს ერთ-ერთმა ესპანელმა ჟურნალისტმა ორი კითხვით მიმართა, ერთი შეეხებოდა, საუკეთესოობას, მეორე ედინსონ კავანის „ატლეტიკოში“ შესაძლო გადასვლას, რადგან მადრიდელები ინგლისელების მეტოქეები არიან ჩემპიონთა ლიგაზე.

„ძალიან ადვილი კითხვაა, დარწმუნებული ვარ, რომ საუკეთესო მწვრთნელი არ ვარ. რაც შეეხება კავანის, მორატა და ჟოაო ფელიქსი სახიფათო თავდამსხმელები არიან და ვიმედოვნებ, „ატლეტიკოში“ არ გადავა. დიეგო კოშტა მოასწრებს დაბრუნებას? ალბათ ვერ?, მაგრამ კორეა იქნება და „ატლეტიკოს“ უკვე ჰყავს კარგი თავდამსხმელები.

მოვისმინე ტომას ტუხელის სიტყვები, რომელმაც თქვა, რომ კავანი სჭირდება, ასე, რომ იმედია არ დაიმეტებენ. „ატლეტიკოს“ თამაშის ანალიზი ჯერ არ გამიკეთებია, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვუყურებ ამ გუნდს. ანალიზის შემდეგ გავიგებ სჭირდებათ თუ არა კავანი ჩვენს დასამარცხებლად“, - თქვა კლოპმა.

გარდა ამისა, გერმანელმა აფრიკის თასის 2021 წლის ზამთარში ჩატარებას კატასტროფა უწოდა: "ეს ჩვენთვის კატასტროფაა, რადგან სამ ფეხბურთელს ვკარგავთ (მანე, სალაჰი და კეიტა)", - დასძინა იურგენმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11041