ფეხბურთი

20:41 | 17.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: "არ მესმის "ინტერის" ოპტიმიზმის"

კრისიტიან ერიკსენი მზადაა „ტოტენჰემი“ დატოვოს და „ინტერს“ შეუერთდეს. იტალიური მედიის ცნობით, დანიელის აგენტი მილანში იმყოფება და ჯუზეპე მაროტასაც შეხვდა. თუმცა, ჟოზე მოურინიო სხვაგვარად ფიქრობს და განაცხადა, რომ „ინტერის“ ოპტიმიზმი უადგილოა, რადგან შეთავაზება არ გაკეთებულა.

„ერიკსენი ხვალ „უოტფორდთან“ ითამაშებს. არ მესმის „ინტერის“ოპტიმიზმის საფუძველი. თუ ოპტიმისტურად არიან განწყობილნი, ეს ნიშნავს, რომ მზად არიან წინადადება შემოგვთავაზონ, რაც ჯერ არ მომხდარა. ჰკითხეთ აგენტს, მან ჩემზე მეტი იცის“, - განაცხადა მოურინიომ.

შეგახსენებთ, ერისკენს „ტოტენჰემთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და ამიტომაც, მისი ტრანსფერის ალბათობა იანვარშიც მაღალია.

0.100485