სხვა

9:52 | 17.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო ბაზაძემ ოლიმპიური თამაშების რეიტინგში პოზიცია გაიმყარა

ქართველმა მოფარიკავემ კანადის გრან პრიზე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ ოლიმპიური თამაშების რეიტინგში პოზიცია გაიმყარა და ტოკიოს 2020-ს მიუახლოვდა.

მონრეალში გამართულ ტურნირზე ჩვენებურმა მოქმედ ჩემპიონ სანგუკ ოჰს მოუგო და ნახევარფინალში გასვლა მოახერხა, მაგრამ ნახევარფინალში იტალიელ ლუკა კურატოლისთან დამარცხდა და საბოლოოდ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

შედეგად, საოლიმპიადე კლასიფიკაციაში სანდრო მეორე პოზიციაზე მყარად იმყოფება. პირველ ადგილზე ფრანგი პოლად ატიპია, რომელსაც 162 ქულა აქვს, ქართველს კი 117.

მესამე ადგილზე კი რუმინელი მოფარიკავეა და მას მხოლოდ 41 ქულა აქვს. გამომდინარე აქიდან ფრანგი და ქართველი მისთვის ფაქტობრივად მიუწვდომელები გახდნენ.

ტოკიოს 2020 წლის მონაწილეთა საბოლოო სია აპრილში გახდება ცნობილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115221