ფეხბურთი

15:15 | 17.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძემ შვეიცარიის ნაკრების ფეხბურთელი და ყოფილი შეგირდი დაიმატა

შოთა არველაძის „ფახთაკორმა“ გამოცდილი შვეიცარიელი ფორვარდი ერენ დერდიოკი დაიმატა. ამის შესახებ ინფორმაცია ტვიტერში გავრცელდა.

32 წლის დერდიოკი არველაძის შეგირდი ადრეც ყოფილა, როდესაც „ქასიმფაშას“ რიგებში 2014-2016 წლებში თამაშობდა, ხოლო შოთა თურქულ გუნდს 2014-2015 წლების სეზონში წვრთნიდა. დერდიოკს ასევე უთამაშია „ლევერკუზენში“, „ჰოფენჰაიმსა“ და „გალათასარაიში“, შვეიცარიის ნაკრების შემადგენლობაში კი, 60 მატჩში 11 გოლის გატანა მოახერხა.

0.116175