ფეხბურთი

23:15 | 16.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: თემურ ჩოგაძე დონეცკის "ოლიმპიკის" ფეხბურთელია

ქუთაისის „ტორპედოს“ ყოფილი ნახევარმცველი თემურ ჩოგაძე უკრაინის პრემიერლიგის ბინადარ დონეცკის „ოლიმპიკში“ გადავიდა. ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა უკრაინელმა გუნდმა და თემურმა 1.5-წლიანი კონტრაქტს მოაწერა ხელი.

„გუნდში ძალიან კარგი ატმოსფეროა. უკვე შევხვდი ყველა თანაგუნდელს და ჩემზე შთაბეჭდილება მაოხდინეს, ღია და მხიარული ადამიანები არიან. არ ვფიქრობ, რომ ადაპტაციის პრობლემა შემექმნება. ძალიან სასიამოვნო იყო, რომ გუნდის კაპიტანი დიმა გრიშკო ჩემთან პირადად მოვიდა და შემხვდა.

ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ხელმძღვანელობის, სამწვრთნელო შტაბისა და „ოლიმპიკის“ გულშემატკივრების მოლოდინი გავამართლო. მოხარული ვარ და ყველას მივესალმები“, - თქვა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში ქართველმა ფეხბურთელმა.

21 წლის ჩვენებურს აქამდე „საბურთალოში“, „დინამო ბათუმში“, „რუსთავსა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ რიგებში აქვს ნათამაშები. რაც შეეხება „ოლიმპიკს“, უკრაინის პრემიერლიგაში 18 ტურის შემდეგ 18 ქულით მე-9 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121584