ფეხბურთი

20:40 | 16.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"სევილიამ" "ლეგანესის" თავდამსხმელი დაიმატა

მაროკოს ეროვნული ნაკრების და აწ უკვე "ლეგანესის" ყოფილი თავდამსხმელი იუსუფ ენ-ნეზირი კარიერას "სევილიაში" გააგრძელებს. როგორც ანდალუსიელთა ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ივლისამდე გააფორმა. ესპანური გამოცემების ინფორმაციით, ფეხბურთელის სანაცვლოდ "სევილიამ" 20 მილიონი ევრო გადაიხადა.

ენ-ნეზირი "მალაგას" ასაკობრივ გუნდში 2015 წელს ჩაირიცხა და "ლეგანესში" 2018 წელს გაასხვისა. მას შემდეგ აფრიკელმა თავდამსხმელმა 53 მატჩი ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა. მაროკოს ნაკრების მაისურით იუსუფმა 21 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავი ექვსჯერ გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112465