ფეხბურთი

17:17 | 16.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

სკანდალი: უეფამ ჩემპიონთა ლიგის სიმბოლური რონალდუს გამო შეცვალა

გუშინ, უეფამ 2019 წლის ჩემპიონთა ლიგის სიმბოლური ნაკრები გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად შეადგინა. თუმცა, Daily Mail-ი წერს, რომ ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ სიმბოლური ნაკრები შეცვალა იმის გამო, რომ მასში კრიშტიანუ რონალდუ მოხვედრილიყო.

როგორც გამოცემა წერს, „იუვენტუსის“ თავდამსხმელზე მეტი ხმები მის პოზიციაზე ლიონელ მესიმ, სადიო მანემ და რობერტ ლევანდოვსკიმ მიიღეს. უეფამ კი, თავდაპირველად დააანონსებული სათამაშო სქემა, 4-3-3, 4-2-4-ით ჩაანაცვლა და მეოთხე ფორვარდად რონალდუ შეიყვანა.

გულშემატკივართა ხმების მიხედვით კი, პორტუგალიელის ნაცვლად სიმბლურ გუნდში ლონდონის „ჩელსის“ საყრდენი ნგოლო კანტე უნდა მოხვედრილიყო.

საპასუხოდ, უეფაში განაცხადეს, რომ სიმბოლური ნაკრები არამხოლოდ ქომაგთა გამოკითხვით, არამედ ფეხბურთელთა მიერ მოედანზე ნაჩვენები შედეგების მიხედვითაც შეირჩა.

0.112529