ფეხბურთი

16:46 | 16.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩავიმ დაასახელა მიზეზი, რის გამოც "ბარსელონას" მწვრთნელობაზე უარი თქვა

კატალონიის „ბარსელონა“ ერნესტო ვალვერდეს შემცვლელად ჩავის მიიჩნევდა და ახალგაზრდა სპეციალისტს ოფიციალურად წინადადებაც წარუდგინა. თუმცა, ესპანელმა მშობლიური გუნდი უარით გაისტუმრა და ამის მიზეზიც დაასახელა.

„დიახ, მე მივიღე შეთავაზება „ბარსელონასგან“ ერიკ აბიდალისა და ოსკარ გრაუს მეშვეობით, რომელიც აქ, დოჰაში იყვნენ. მე არ მივიღე ეს წინადადება, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ძალიან ადრეა. ჩემი ოცნებაა მომავალში „ბარსას“ მწვრთნელობა, მაგრამ ახლა შესაფერისი დრო არაა.

„ბარსელონას“ ახალი მწვრთნელი მომწონს, ისევე, როგორც მისი სათამაშო მეთოდები. იმედი მაქვს, დადებით შედეგებს მიაღწევს“, - თქვა ჩავიმ.

შეგახსენებთ, რომ ჩავიმ სამწვრთნელო კარიერა 2019 წელს დაიწყო და ამჟამად ყატარულ „ალ-სადის“ თავკაცია. „ბარსელონა“ კი, კიკე სეტიენმა 2022 წლის 30 ივნისამდე ჩაიბარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.347195