ფეხბურთი

22:50 | 15.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ირაკლი ბუღრიძე "დინამოს" ფეხბურთელია

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „დინამო თბილისმა“ ირაკლი ბუღრიძის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. როგორც დედაქალაქური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ახალგაზრდა შემტევთან 2-წლიანი გაფორმდა.

ბუღრიძე ბოლოს „ბეერსხოტში“ თამაშობდა, თუმცა ბელგიაში თავი ვერაფრით გამოიჩინა და გუნდი დატოვა.

მანამდე ირაკლის სამშობლოში თბილისის „ლოკომოტივისა“ და საჩხერის „ჩიხურას“ რიგებში უთამაშია. საინტერესოა, რომ ბუღრიძე სწორედ „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115243