ფეხბურთი

23:50 | 15.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბართომეუ: "ერთ დღეს ჩავი "ბარსელონას" მწვრთნელი გახდება"

კატალონიის „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ ბართომეუმ კიკე სეტიენის კონტრაქტის შესახებ დეტალურად ისაუბრა. მან განმარტა, რომ სეტიენი გუნდში 6 თვით არ მისულა და ხელშერკულებაში არსებულ ერთადერთ პუნქტზე გააკეთა კომენტარი.

„ბევრს შეუძლია „ბარსელონას“ მწვრთნელი გახდეს, მაგრამ ახლა ეს თანამდებობა კიკე სეტიენმა დაიკავა. მან ხელი მოაწერა კონტრაქტს 2.5-წლის ვადით. მე უკვე ვუთხარი მას, რომ 2021 წელს კლუბი ატარებს საპრეზიდენტო არჩევნებს და ხელშეკრულებაში არის პუნქტი, რომლის თანახმად, პრეზიდენტს შეუძლია იმ დროისთვის მისი გათავისუფლება თუ ამის სურვილი ექნება. მაგრამ, მისი კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდეა გათვლილი და არა მიმდინარე სეზონის ბოლომდე“, - თქვა ბართომეუმ.

სანამ, „ბარსას“ სეტიენი ჩაიბარებდა, კარგა ხანი ჩავის უკავშირებდნენ, მაგრამ საბოლოოდ ახალგაზრდა სპეციალისტი მშობლიურ გუნდში არ დაბრუნებულა. ბართომეუმ ამის შესახებაც ისაუბრა:

„ჩავი? ეჭვი არ მეპარება, რომ ერთ დღეს „ბარსელონას“ მწვრთნელი გახდება. ის ძალიან უნარიანია, კარგად ესმის ფეხბურთი და დიდებული ადამიანია. ახლა კი, კიკე სეტიენია ჩვენი მწვრთნელი და დარწმუნებული ვარ, საქმეს კარგად შეასრულებს“, - დასძინა ბართომეუმ.

0.130043