ფეხბურთი

21:05 | 14.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ძვირადღირებული ფეხბურთელები - ათეული

გავლენიანმა გერმანულმა გამოცემა Transfermakrt-მა საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელების ფასები განაახლა. როგორც აღნიშნული ვებგვერდი გვამცნობს, ჩვენს ჩემპიონატში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ნიკა ნინუაა, რომლის სატრანსფერო ღირებულება ამ დროისთვის 1 მილიონ ევროს შეადგენს.

მეორე ადგილზე ნიკა მალია 800 ათასი ევროს ოდენობის ფასით, ხოლო მესამე-მეოთხე პოზიციებს ჯოვინო ფლამარინი და გიორგი კოხრეიძე იყოფენ.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელთა ათეული ასეთია:

1. ნიკა ნინუა („დინამო თბილისი“) – 1 მილიონი ევრო

2. ნიკოლოზ მალი („საბურთალო“) – 800 ათასი ევრო

3. ჯოვინო ფლამარიონი („დინამო ბათუმი“) – 700 ათასი ევრო

4. გიორგი კოხრეიძე („საბურთალო“) – 700 ათასი ევრო

5. გოდფრი ობოაბონა („დინამო ბათუმი“) – 650 ათასი ევრო

6. სანდრო ალთუნაშვილი („საბურთალო“) – 500 ათასი ევრო

7. ლუკა ლაკვეხელიანი („საბურთალო“) – 500 ათასი ევრო

8. გიორგი კუცია („დინამო თბილისი“) – 500 ათასი ევრო

9. ნოდარ ქავთარაძე („დინამო თბილისი) – 400 ათასი ევრო

10. ვაგნერ გონსალვეში („დინამო ბათუმი“) – 400 ათასი ევრო

0.117546