ფეხბურთი

15:48 | 14.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"შეშუპება მატჩამდე" - რამ გამოიწვია ძანიოლოს მძიმე ტრავმა?

იტალიური „რომას“ ნახევარმცველმა ნიკოლო ძანიოლომ „იუვენტუსთან“ შეხვედრაში მძიმე ტრავმა მიიღო. მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესი გაიწყვიტა და მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს. უფრო მეტიც, შესაძლოა ევროპის ჩემპიონატიც გაუცდეს.

Corriere Dello Sport-ი იტყობინება, რომ 20 წლის ფეხბურთელს მარჯვენა მულზე შეშუპება თამაშამდეც აღენიშნებოდა, მაგრამ მოედანზე გასვლა მაინც გადაწყვიტა, ამან კი ფატალურ შედეგამდე მიიყვანა.

ნიკოლოს მუხლზე პრობლემა ჯერ კიდევ წინა ტურში, „ტორინოსთან“ შეხვედრაში შეექმნა, რის გამოც რამდენიმე ვარჯიში გამოტოვა. თუმცა, შემდეგ თავად ფეხბურთელმა თავისი მდგომარეობა დადებითად შეაფასა და ვარჯიში განაახლა, „იუვენტუსთან“ კი მოედანზეც გავიდა.

საბოლოოდ, ძანიოლოს თამაშისადმი უდიდესი სურვილი ცუდად შემოუბრუნდა და ფეხბურთს 4-5 თვით ჩამოშორდა.

0.110289