სხვა

12:43 | 14.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ალინა ურუშაძემ ხალგაზრდული ოლიმპიური თამაშები მეხუთე პოზიციაზე დაასრულა (+VIDEO)

შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში მიმდინარე ზამთრის ახალგაზრდულ თამაშებზე სპორტულ ცეკვებში მედლების კომპლექტი გათამაშდა, სადაც ერთეულ გოგონათა კატეგორიაში ორივე პროგრამაში დამაჯერებლად იასპარეზა ალინა ურუშაძემ.

ქართველმა პრაქტიკულად უშეცდომოდ შეასრულა ყველა აუცილებელი ტექნიკური ელემენტი.

16 წლის მოციგურავემ თავისუფალ პროგრამაში 116.40 ქულა დააგროვა და მე-6 პოზიციაზე იყო, მოკლე პროგრამაში კი 63.10 ქულა დაიმსახურა და მე-5 ადგილზე გავიდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ალინამ ორივე პროგრამაში 179.50 ქულა დააგროვა და მაღალი კონკურენციის პირობებში 14 ქვეყნის 16 მონაწილეს შორის მე-5 ადგილი დაიკავა. ალინამ ამ შედეგით კარიერის სარეკორდო მაჩვენებლები დააფიქსირა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109113