სხვა

11:14 | 14.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიური ჩემპიონი კინაღამ გავარდა (+VIDEO)

ოლიმპიურმა და მსოფლიო ჩემპიონმა, დანიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ფრედ, 24-24 ითამაშა უნგრეთთან და მეორე ეტაპზე გასვლის შანსები შეინარჩუნა. უკვე ცნობილია 7 გუნდი, ვინც ბრძოლას გააგრძელებს. პირველი ეტაპის დარჩენილ 2 დღეში კიდევ 5 გამოვლინდება.

დანია თითქმის მთელი თამაში აგებდა და გავარდნის პირას იყო. დასრულებამდე 8 წუთით ადრე უნგრეთი 23-21 იგებდა, შემდეგ ზედიზდ სამი გოლი გაუშვა, გაათანაბრა (24-24) და ბოლო შეტევაც დარჩა, მაგრამ დარტყმა ვეღარ მოასწრო. E ჯგუფში ისლანდიამ 34-23 დაამარცხა რუსეთი და მეორე რაუნდში გასვლა გაინაღდა, მეორე საგზური კი ღიად დარჩა დანიასა და უნგრეთს შორის - ბოლო ტურში დანიამ უნდა მოუგოს რუსეთს და თუ უნგრეთი ისლანდიასთან წააგებს, მაშინ ამ ორ გუნდს შორის ბურთების სხვაობა დაითვლება, უნგრეთს კი ისლანდიასთან ფრეც ჰყოფნის.

დანია-უნგრეთი: https://www.youtube.com/watch?v=_LmwQFyeTB4

A ჯგუფში ბელარუსმა 36-27 მოუგო მონტენეგროს და მეორე ეტაპზე გავიდა, ხორვატიამ 24-21 დაამარცხა სერბეთი. B ჯგუფში მეორე საგზური მოიპოვა გერმანიამ, ვინც ლატვიას 28-27 მოუგო, ესპანეთმა 36-25 აჯობა ჰოლანდიას.

5 საუკეთესო გოლი. 13 იანვარი: https://www.youtube.com/watch?v=YOjEnNeWwSk

დღის საუკეთესო მოთამაშეები: https://www.youtube.com/watch?v=ZOaabKCPQak

დღეს მორიგი 6 თამაშია. პირველი ეტაპი სრულდება B, D და F ჯგუფებში, 15 იანვარს კი E ჯგუფის ბოლო 2 მატჩია. ევროპის ჩემიონატის ნახვა შეგიძლიათ სილკ უნივერსალსა და სილკ სპორტის არხებზე.

ხელბურთი. ევრო 2020, კაცები. შვედეთი, ავსტრია, ნორვეგია. 9-26 იანვარი

პირველი ეტაპი, 13 იანვარი. მეორე რაუნდში გადის 2-2 გუნდი ერთმანეთში დაგროვილი ქულებით

A ჯგუფი. გრაცი, ავსტრია. ხორვატია 6, ბელარუსი 4 - მონტენეგრო 2, სერბეთი 0

მონტენეგრო - ბელარუსი 27-36

ლიპოვინა 5, შიმიჩი 15/42 - ვაილუპაუ 7

სერბეთი - ხორვატია 21-24

კუკიჩი 4 - დუვნიაკი 5, შეგო 16/36

9 იანვარი. ბელარუსი - სერბეთი 35-30, ხორვატია - მონტენეგრო 27-21

11 იანვარი. ხორვატია - ბელარუსი 31-23, მონტენეგრო - სერბეთი 22-21

C ჯგუფი. ტრონდჰაიმი, ნორვეგია. ესპანეთი 6, გერმანია 4 - ჰოლანდია 2, ლატვია 0

ლატვია - გერმანია 27-28

კრიშტოპანსი 7 - კუნი 8

ჰოლანდია - ესპანეთი 25-36

სმიტსი 8 - მაკედა 6, არინიო 5, კორალესი 20/44

9 იანვარი. გერმანია - ჰოლანდია 34-23, ესპანეთი - ლატვია 33-22

11 იანვარი. ლატვია - ჰოლანდია 24-32, ესპანეთი - გერმანია 33-26

E ჯგუფი. მალმიო, შვედეთი. ისლანდია 4, უნგრეთი 3, დანია 1, რუსეთი 0

ისლანდია - რუსეთი 34-23

ელისონი 6, პეტერსონი 6 - კალარაში 6

დანია - უნგრეთი 24-24

ბრამინგი 6, ნ. ლანდინი 20/44 - ბალოგი 7, მიკლერი 11/35

15 იანვარი. 19:15 ისლანდია - უნგრეთი, 23:30 რუსეთი - დანია

11 იანვარი, უნგრეთი - რუსეთი 26-25, დანია - ისლანდია 30-31

B ჯგუფი. ვენა, ავსტრია. ავსტრია 4, ჩეხეთი 2, მაკედონია 2, უკრაინა 0,

14 იანვარი. 21:15 ავსტრია - მაკედონია, 23:30 უკრაინა - ჩეხეთი

10 იანვარი. ჩეხეთი - ავსტრია 29-32, მაკედონია - უკრაინა 26-25

12 იანვარი. ჩეხეთი - მაკედონია 27-25, ავსტრია - უკრაინა 34-30

D ჯგუფი. ტრონდჰაიმი, ნორვეგია. ნორვეგია 4, პორტუგალია 4, საფრანგეთი 0, ბოსნია 0

14 იანვარი. 21:15 ბოსნია - საფრანგეთი, 23:30 პორტუგალია - ნორვეგია

10 იანვარი. საფრანგეთი - პორტუგალია 25-28, ნორვეგია - ბოსნია 32-26

12 იანვარი. პორტუგალია- ბოსნია 27-24, საფრანგეთი - ნორვეგია 26-28

F ჯგუფი. გოტენბურგი, შვედეთი. სლოვენია 4, შვედეთი 2, შვეიცარია 2, პოლონეთი 0,

14 იანვარი. 21:15 შვეიცარია - სლოვენია, 23:30 პოლონეთი - შვედეთი

10 იანვარი. სლოვენია - პოლონეთი 26-23, შვედეთი - შვეიცარია 34-21

12 იანვარი. შვეიცარია - პოლონეთი 31-24, შვედეთი - სლოვენია 19-21

მეორე ჯგუფური ეტაპი. 16-22 იანვარი

1 ჯგუფი (A,B,C). ვენა, ავსტრია.

1 ჯგუფი (D,E,F). მალმიო, შვედეთი

ფინალური ოთხეული. სტოკჰოლმი, შვედეთი

24 იანვარი. ნახევარფინალი

25 იანვარი. მატჩები მე-3 და მე-5 ადგილისთვის

26 იანვარი, ფინალი

ჩემპიონი იღებს 2020 ოლიმპიადის პირდაპირ საგზურს

0.144951