ფეხბურთი

1:51 | 14.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვილემსი: "ტრაორე ყველაზე სწრაფია და მისი შეჩერება უფრო რთულია, ვიდრე რონალდუს"

„ნიუკასლ იუნაიტედის“ მცველი იეტრო ვილემსი „ვულვზის“ თავდამსხმელ ადამა ტრაორეთი შთაგონებულია. ჰოლანდიელს ტრაორეს წინააღმდეგ მოუწია თამაში და შთაბეჭდილების ქვეშ დარჩა.

ვილემსის განცხადებით, ადამას შეჩერება უფრო რთულია, ვიდრე კრიშტიანუ რონალდუს და ასეთი სწრაფი ფეხბურთელი არასდროს უნახავს.

„ჩემს კარიერაში ძალიან ბევრი კარგი ფეხბურთელის წინააღმდეგ მითამაშია, მაგრამ არცერთი ისეთი სწრაფი არ ყოფილა, როგორც ტრაორეა. წარმოუდგენელია, მხეცივით ძლიერი და სწრაფია.

დიახ, რონალდუს წინააღმდეგ თამაში რთული იყო, მაგრამ ვფიქრობ, კარგად ვითამაშე მაშინ. კრიშტიანუ სწრაფია, მაგრამ არა, როგორც ტრაორე. ის ყველაზე სწრაფ ფეხბურთელად იყო ცნობილი და ახლა ვიცი, რომ ეს მართალია. მასთან შეხვედრამდე ვფიქრობდი, რომ მეც სწრაფი ვიყავი, მაგრამ ის სხვაგანაა“, - თქვა ვილემსმა.

0.10645