ფეხბურთი

22:49 | 13.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-მ მარკინიოსთან ახალი კონტრაქტი გააფორმა

„პარი სენ ჟერმენმა“ ბრაზილიელ მცველ მარკინიოსთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. როგორც პარიზელთა ვებგვერდი იტყობინება, სამხრეთ ამერიკელი გუნდში 2024 წლის ზაფხულამდე დარჩება.

25 წლის ფეხბურთელი პსჟ-ს ღირსებას 2013 წლიდან იცავს და 237 შეხვედრაში 19 გოლის გატანა მოახერხა.

მანამდე ბრაზილიელი სამშობლოში „კორინთიანსისა“ და იტალიაში, „რომას“ რიგებში თამაშობდა.

0.11204