ფეხბურთი

21:18 | 13.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვალვერდეს გათავისუფლების შესახებ აცნობეს

კატალონიის „ბარსელონამ“ ერნესტო ვალვერდეს კლუბიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილება გააცნო. აღნიშნულ ინფორმაციას Onda Cero და Radio Catalunya ავრცელებენ.

დღეს, კლუბის ხელმძღვანელებსა და ვალვერდეს შორის შეხვედრა გაიმართა და სწორედ აქ აუწყეს ახალი ცნობა ესპანელ სპეციალისტის. ინფორმაციის ოფიციალურად დადასტურებას კი, უახლოეს ხანში ვარაუდობენ.

„ბარსელონაში“ ვალვერდეს შემცვლელის შესახებ არაერთი ცნობა გავრცელდა. გაიჟღერა ჩავის, კიკე სეტიენის, გაბრიელ მილიტოს, მასიმილიანო ალეგრისა და მაურისიო პოჩეტინოს სახელებმაც.

0.118552