ფეხბურთი

20:22 | 13.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

იეს თორუპი: "გიორგი ჩაკვეტაძე ჩვენი "ოქროს ბიჭი" იყო"

ბელგიური „გენტის“ მთავარმა მწვრთნელმა იეს თორუპმა გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველი მისი გუნდისთვის ახალი ფეხბურთელის ტრანსფერის ტოლფასია. "გენტმა" სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადება ესპანეთში გაიარა, სადაც ერთი სპარინგი გერმანულ „ინგოლშტადთან“ ჩაატარა და 3:2 იმარჯვა. ამ თამაშში გიორგი ქვილითაიამ დუბლი შეასრულა, ჩაკვეტაძემ კი, მეორე ტაიმი ითამაშა.

სწორედ მოსამზადებელი ეტაპის შეფასების დროს გააკეთა დანიელმა გიორგის შესახებ კომენტარი და ჩვენებურს სითამამე მოუწონა:

„ჩვენ ვნახეთ, რომ ჯონათან დავიდსა და გიორგი ჩაკვეტაძეს ერთად თამაში შეუძლიათ. მე ასევე ვუთხარი მათ, რომ ერთად თამაში შეუძლიათ, როგორც ბურთთან ერთად, ისე მაშინ, როდესაც ბურთი არ გვექნება. ჩაკვეტაძე ჯერ კიდევ არაა თავის საუკეთესო კონდიციაში, მაგრამ სითამამე გამოაჩინა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ არ ჰქონდა. წელიწადნახევრის წინ გიორგი ჩვენი „ოქროს ბიჭი“ იყო, მაგრამ დიდი ხანი გაუცდა. მისი დაბრუნება ჩვენთვის კარგია, თითქოს ახალი ფეხბურთელი შევიძინეთ", - თქვა თორუპმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს გასულ თვეში დაუბრუნდა და ამ დროისთვის სამი შეხვედრის ჩატარება მოასწრო.

0.118054