ფეხბურთი

18:25 | 13.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრიმ "ბარსელონას" საკუთარი თავი შესთავაზა

კატალონიის „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის შესახებ ახალი ამბები აქტიურად ვრცელდება. გარდა იმისა, რომ „ბლაუგრანა“ ჩავისთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, დღეს მაურისიო პოჩეტინოს, გაბრიელ მილიტოსა და კიკე სეტიენის კანდიდატურებმაც გაიჟღერა.

Mundo Deportivo-მ კი, ცოტა ხნის წინ ახალი ინფორმაცია გამოაქვეყნა. როგორც ესპანური გამოცემა წერს, მასიმილიანო ალეგრიმ ახლობლის მეშვეობით „ბარსელონას“ ხელმძღვანელობას საკუთარი თავი შესთავაზა და მზადაა ერნესტო ვალვერდეს პოსტი დაიკავოს.

ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია. ალეგრი გასული წლის მაისიდან მოყოლებული უმუშევარია, ხოლო ვალვერდე ოფიციალურად ჯერ კიდევ „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112032