ფეხბურთი

15:05 | 13.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "მილანმა" კიაერი დაიმატა

იტალიურმა „მილანმა“ გამოცდილი დანიელი მცველი სიმონ კიაერი დაიმატა. აღნიშნული ინფორმაცია როგორც „როსონერის“, ისე „სევილიას“ ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

სკანდინავიელი „მილანის“ რიგებში მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ „სევილიას“ კიაერი სეზონის პირველ ნაწილშიც განათხოვრებული ჰყავდა, ოღონდ „ატალანტაში“, სადაც თავი ვერ გამოიჩინა და გუნდი შეიცვალა.

დანიელ ფეხბურთელს იტალიაში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს, რადგან თავის დროზე „პალერმოსა“ და „რომას“ შემადგენლობაში ირჯებოდა. გარდა ამისა, სხვადასხვა პერიოდში „ლილში“, „ვოლფსბურგსა“ და „ფენერებხჩეშიც“ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112231