ფეხბურთი

4:17 | 13.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" ზამთრის ჩემპიონია

„იუვენტუსმა“ „ინტერის“ წაფორხილებით ისარგებლა და პირველი წრე ერთპიროვნულად ლიდერის პოზიციაზე დაასრულა, შესაბამისად, ზამთრის ჩემპიონი გახდა, რაც ბუნებრივია, არაოფიცალური ტიტულია.

„იუვენტუსი“ იტალიის დედაქალაქში „რომას“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. უკვე საწყის 10 წუთში „იუვე“ ორბურთიანი უპირატესობით იგებდა. მერიჰ დემირალმა და კრიშტიანუ რონალდუმ მაურიციო სარის გუნდს მნიშვნელოვანი ჰანდიკაპი მოუტანეს. აღსანიშნავია, რომ დემირალი პირველი თურქი გახდა, რომელმაც „იუვენტუსის“ რიგებში გაიტანა. რონალდუ კი ტურინელთა ისტორიაში მეორე მოთამაშეა, რომელმაც 19 ტურში მინიმუმ 14 გოლის გატანა შეძლო. დარჩენილ დროში „რომამ“ დიეგო პეროტის პენალტით შეამცირა სხვაობა, მაგრამ მარცხს ვერ გადაურჩა. ეს თამაში დემირალისა და ნიკოლო ძანიოლოს მძიმე ტრავმებით გამოირჩა. თურქმა მე-19 წუთზე მარცხენა მუხლი დაიზიანა და სამედიცინო გამოკვლევას ელოდება, ხოლო ძანიოლომ 35-ე წუთზე მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და ორშაბათს ოპერაციას გაიკეთებს. დემირალის მდგომარეობა კი სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი.

ამასობაში, „იუვენტუსმა“ 48 ქულა დააგროვა და „ინტერი“ ორი ქულით უკან მოიტოვა. თუმცა, ცხადია, მეორე წრეში მთავარი ბრძოლები წინ გველოდება.

კვირას გამართული სხვა მატჩებიდან აღსანიშნავია „ფიორენტინას“ ნანატრი გამარჯვება შინ „სპალთან“ ხერმან პეცელას გვიანი გოლით და „სამპდორიას“ ფურორი საკუთარ მოედანზე „ბრეშასთან“. კლაუდიო რანიერის გუნდი მარცხდებოდა, მაგრამ ფაბიო კვალიარელას ლიდერობით მეტოქე 5:1 გაანადგურა.

„რომა“ – „იუვენტუსი“ 1:2 (0:2)

რომი, „სტადიო ოლიმპიკო“

„რომა“ (4-2-3-1): პაუ ლოპესი; ფლორენცი, მანჩინი, სმოლინგი, კოლაროვი; ვერეტუ (კრისტანტე 66), დიავარა; ძანიოლო (ჯენგიზ იუნდერი 36), პელეგრინი, პეროტი (კალინიჩი 82); ჯეკო

მწვრთნელი: პაულუ ფონსეკა

„იუვენტუსი“ (4-3-1-2): შჩესნი; კუადრადო, დემირალი (დე ლიხტი 19), ბონუჩი, ალექს სანდრო; რაბიო, პიანიჩი, მატუიდი; რემზი (დანილო 69); დიბალა (იგუაინი 69), რონალდუ

მწვრთნელი: მაურიციო სარი

გოლები: 0:1 დემირალი (3), 0:2 რონალდუ (10, პენ), 1:2 პეროტი (68, პენ)

გაფრთხილება: ვერეტუ (9), კოლაროვი (15), მანჩინი (26), კრისტანტე (82), კალინიჩი (90), ფლორენცი (90) - პიანიჩი (12), რაბიო (32), დე ლიხტი (32), კუადრადო (45)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 16 (9) – 5 (4) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 13:2 თამაშგარე: 0:7

მსაჯი: მარკო გუიდა

„უდინეზე“ – „სასუოლო“ 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 ოკაკა (14), 2:0 სემა (68), 3:0 დე პაული (90)

„ფიორენტინა“ – „სპალი“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 პეცელა (82)

„ტორინო“ – „ბოლონია“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 ბერენგერი (11)

„სამპდორია“ – „ბრეშა“ 5:1 (2:1)

გოლები: 0:1 ჩანსელორი (12), 1:1 ლინეტი (34), 2:1 იანკტო (45), 3:1 კვალიარელა (69, პენ), 4:1 კაპრარი (77), 5:1 კვალიარელა (90)

„ვერონა“ – „ჯენოა“ 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 სანაბრია (41), 1:1 ვერე (55), 2:1 ძაკანი (65)

თეგებისერია A
0.17361