ფეხბურთი

3:22 | 13.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

სიხარული და მწუხარება - დემირალის სადებიუტო გოლი და საგანგაშო ტრავმა

„რომასა“ და ტურინის „იუვენტუსის“ შეხვედრა გარდა საინტერესო თამაშისა, სერიოზული ტრავმებით გამოირჩა. ნიკოლო ძანიოლომ მარჯვენა მუხლის სერიოზული დაზიანება მიიღო, ხოლო მანამდე მარცხენა მუხლის ტრავმის გამო მოედანი მერიჰ დემირალმა დატოვა.

21 წლის თურქს სასიხარულო და სამწუხარო მატჩი ჰქონდა. მე-3 წუთზე „იუვენტუსის“ რიგებში სადებიუტო გოლი გაიტანა, ხოლო მე-19 წუთზე უწყინარ ვითარებაში მუხლი დაზიანა და მოენის დატოვება მოუწია.

ჯერჯერობით უცნობია თურქის ტრავმის ხარისხი, რომელსაც სამედიცინო გამოკვლევა დაადგენს, მაგრამ თავდაპირველი მონაცემებით, დაზიანება მძიმე უნდა იყოს. დემირალმა რომის ოლიმპიური სტადიონი ყავარჯნების მეშვეობით დატოვა.

მაურიციო სარის განცხადება კი, „იუვენტუსის“ გულშემატკივრებისთვის დამაიმედებელი არაა: „სამედიცინო გამოკვლევამდე არ ვიცით ხარისხი, მაგრამ პირველად განცდით ტრავმა სერიოზულია“, - განაცხადა იტალიელმა.

შეგახსენებთ, მერიჰ დემირალს „იუვენტუსის“ რიგებში მიმდინარე სეზონში 6 თამაში აქვს ჩატარებული და 1 გოლი გაიტანა.

0.113228