ფეხბურთი

19:52 | 12.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბერლინის ლეგენდების ტურნირი: "დინამომ" მეორე ადგილი დაიკავა

„დინამო თბილისმა“ ბერლინის ლეგენდათა ტურნირში მეორე ადგილი დაიკავა. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი ფინალში გავიდა, მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში მასპინძელ „ჰერტასთან“ ვერაფერი გაახერხა და მარცხი განიცადა.

ბერლინელებმა პეტერ ნიმეიერისა და კრისტიან ხიმენესის გოლებით თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა, რასაც ალექსანდრე იაშვილის გოლი მოჰყვა, მაგრამ პალ დარდაიმ, სეად სალიჰოვიჩმა და მარსელ ნჯენგმა „ჰერტას“ უპირატესობა კიდევ უფრო გაამყარეს. მატჩის ბოლო წუთზე ლევან ცქიტიშვილმა შეძლო თავის გამოჩენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:5.

ფინალამდე „დინამომ“ ჯგუფურ ეტაპზე „ლევერკუზენი“ (4:2) და „შალკე“ 6:3 დაამარცხა, ხოლო „დორტმუნდთან“ 2:3 წააგო. შედეგად, 6 ქულით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ნახევარფინალში ბრემენის „ვერდერთან“ მოსინჯა ძალები.

„მუსიკოსებთან“ თბილისურმა გუნდმა შესანიშნავად ითამშა და მეტოქეს 5:2 აჯობა. ამ შეხვედრაში კახა კალაძე ჰეთ-თრიქით, ალექსანდრე იაშვილი კი დუბლით გამოირჩა.

ბოლოსკენ გეტყვით, რომ აღნიშნულ ტურნირზე „დინამოს“ რიგებში ყველაზე მეტი, რვა გოლი ალექსანდრე იაშვილმა გაიტანა, ექვსჯერ გამოიჩინა თავი კახა კალაძემ, ორჯერ ოთარ მარცვალაძემ, ხოლო თითოჯერ ლევან ცქიტიშვილმა, დავით კვირკველიამ და ლაშა სალუქვაძემ. „დინამომ“ საბოლოო ჯამში 5 მატჩი ჩაატარა, 3 მოიგო, 2 წააგო და რვა გუნდიან ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა.

ბოლოსკენ გეტყვით, რომ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი ალექსანდრე იაშვილმა მიიღო, რომელიც 8 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდის ჯილდოსაც დაეუფლა. გიორგი ლომაია კი, რომან ვაინდეფელერთან ერთად საუკეთესო მეკარედ დაასახელეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.138902