ჩოგბურთი

18:29 | 12.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

სერბეთის ნაკრების ტრიუმფი ATP Cup-ზე

სერბეთის ნაკრები ATP Cup-ის 2019 წლის გამარჯვებულია. ფინალში სერბებმა ესპანეთის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხეს. თავდაპირველად რობერტო ბაუტისტა-აგუტმა დუშან ლაიოვიჩს აჯობა (7:5, 6:1) ესპანეთი დააწინაურა. თუმცა, მეორე დაპირისპირებაში ნოვაკ ჯოკოვიჩმა რაფაელ ნადალას 6:2, 7:6 მოუგო და ანგარიში გაათანაბრა.

შედეგად, ყველაფერი წყვილთა შეხვედრამ გადაწყვიტა. ჯოკოვიჩისა და ვიქტორ ტროიცსკის დუეტი რობერტო ბაუტისტა-აგუტისა და ფელისიანო ლოპესის წყვილს გაეჯიბრა.

სერბებმა ესპანელები აშკარად დაჯაბნეს და გადამწყვეტი დაპირისპირება, რომელიც საათსა და 16 წუთის განმავლობაში გაგრძელდა, ნოვაკისა და ვიქტორის დუეტამ ორ სეტში მოიგო - 6:3, 6:4. ამრიგად, სერბეთის ნაკრებმა ATP Cup-ზე ჩემპიონობა მოახერხა.

თეგებიATP Cup
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111149