ფეხბურთი

0:47 | 13.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ატალანტამ" კალდარა დაიბრუნა

ბერგამოს „ატალანტამ“ მატია კალდარას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. იტალიელი მცველი მშობლიურ გუნდში 18-თვიანი იჯარით გადავიდა და 2021 წლის ზაფხულში „მილანიდან“ მისი გამოსყიდვა 15 მილიონ ევროდ შეეძლება.

კალდარა „ატალანტას“ აკადემიის აღზრდილია და ლომბარდიელთა მაისურით ჩატარებულ 66 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი. 2018 წლის ზაფხულში ტურინის „იუვენტუსში“ გადავიდა, მაგრამ იმავე ზაფხულს „იუვემ“ „მილანს“ ლეონარდო ბონუჩიში გაუცვალა (35 მილიონი ევროს ღირებულების გარიგება).

„როსონერიში“ კალდარას საქმეები კარგად არ წავიდა, ტრავმების გამო უდიდესი ნაწილი გამოტოვა და კლუბის ღირსება მხოლოდ ორჯერ დაიცვა, ხოლო სერია A-ში ხსენებულ 18 თვეში საერთოდ არ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116247