ფეხბურთი

18:08 | 12.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

შეთანხმება შედგა: ჩავი "ბარსელონას" შემდეგი მწვრთნელი იქნება

ჩავი „ბარსელონას“ შემდეგი მწვრთნელი იქნება და ერნესტო ვალვერდეს შეცვლის. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია როდის მოხდება ეს, იანვარში თუ ზაფხულში.

Goal.com-ის ინფორმაციით, მხარეებმა პირად დეტალებზე შეთანხმებას მიაღწიეს და არც „ალ-სადი“ იქნება ხელისშემშლელი ფაქტორი. თუმცა, ყატარული გუნდის ქვეყნის თასის ფინალში 17 იანვარს თამაშობს და იქამდე ყველაფერი არ გაირკვევა.

ერთადერთი რაც ამ ეტაპზე ახალგაზრდა ესპანელ სპეციალისტს აფერხებს „ბარსელონაში“ მუშაობის დაწყების დროა. ჩავი ჯერ არ ჩამოყალიბებულა მიმიდნარე თვიდანვე დათანხმდეს მშობლიურ გუნდს თუ ზაფხულს დაელოდოს და სრულფასოვანი სეზონის წინ ჩაიბაროს.

ნებისმიერ შემთხვევაში, ყველაფერს ნათელი 17 იანვრის შემდეგ უნდა მოეფინოს. შეგახსენებთ, რომ გუშინ მხარეებს შორის მოლაპარაკებები „ალ-სადის“ სპორტულმა დირექტორმაც დაადასტურა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111873