კალათბურთი

17:15 | 12.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჰარდენის ანტირეკორდი

"ჰიუსტონის" უკანახაზელმა ჯეიმს ჰარდენმა ნბა-ს ანტირეკორდი დაამყარა, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ჰარდენმა "მინესოტასთან" (139:109) მოგებულ მატჩში ბურთი 11-ჯერ დაკარგა. ჰარდენი ნბა-ს ისტორიაში გახდა პირველი მოთამაშე, რომელმაც 4 სხვადასხვა მატჩში მინიმუმ ბურთი 11-ჯერ დაკარგა.

მიმდინარე სეზონში ჰარდენი საშაულოდ ერთ შეხვედრაში 4.7 ბურთს კარგავს. ლიგაში მასზე ცუდი შედეგი "ატლანტას" გამთამაშებელს ტრეი იანგს (4.8) აქვს.

აღნიშნულ შეხვედრაში ჰარდენმა 32 ქულა ჩააგდო და კარიერაში სულ 20 002 ქულა დაუგროვდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114177