ფეხბურთი

14:45 | 12.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბეტისი" არგენტინის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს დაიმატებს

არგენტინის ეროვნული ნაკრების და მექსიკური "ამერიკას" საყრდენი ნახევარმცველი გვიდო როდრიგესი კარიერას "ბეტისში" გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია Resaca Americanista-მ ტვიტერის გვერდი მეშვეობით გაავრცელა. გამოცემის ინფორმაციით, ტრანსფერი უკვე გადაწყვეტილია და სევილიელები ფეხბურთელის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს გადაიხდიან. Marca-ს ინფორმაციით კი სამხრეთამერიკელი "ბეტისთან" 4.5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

გვიდო "რივერ პლეიტის" აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში 2014 წელს მოხვდა. 2016 წელს როდრიგესი "დეფენსაში" ნახევარი სეზონით გაანათხოვრეს, შემდეგ კი "კლუბ ტიხუანაში" გაასხვისეს. "ამერიკაში" როდრიგესი 2017 წელს გადავიდა. მას შემდეგ ფეხბურთელმა 123 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა. არგენტინის ნაკრებში გვიდოს დებიუტი 2017 წელს ჰქონდა და მას შემდეგ "ალბისელესტეს" მაისური ცხრაჯერ მოირგო.

0.117065