ფეხბურთი

12:44 | 12.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბაბელი "აიაქსში" მეორედ დაბრუნდა

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების და "გალათასარაის" შემტევი რაიან ბაბაელი მიმდინარე სეზონის ბოლომდე "აიაქსში" იჯარის წესით ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია ამსტერდამული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ბაბელი "აიაქსის" აკადემიის აღზრდილია და კლუბში მეორედ დაბრუნდა. რაიანს "ლივერპულში", "ჰოფენჰაიმში", "კასიმფაშაში", "ალ-აინში", "დეპორტივოში", "ბეშიქთაშსა" და "ფულჰემში" უთამაშია. "გალათასარაის" მაისურით მიმდინარე სეზონში 20 მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112417