ფეხბურთი

3:04 | 12.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: "სუპერ ფეხბურთს ვთამაშობთ, მაგრამ ახლა ეს არ მაინტერესებს"

„ლივერპულს“ საქმეები პრემიერლიგაში ფანტასტიკურად მისდის, მაგრამ იურგენ კლოპს ამ მომენტისთვის ეს დიდად არ აინტერესებს. გერმანელმა სპეციალისტმა „ტოტენჰემთან“ გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ მთავარია სეზონის ბოლოს რისთვის ექნება მის გუნდს მიღწეული.

„სუპერ ფეხბურთი ვითამაშეთ, მაგრამ 90-95 წუთის განმავლობაში გოლის გასაშვებადაც მზად უნდა იყო. კარგი იყო, მაგრამ უკეთესადაც შეგვიძლია, ყოველთვის მზად ვართ ბრძოლისთვის და ეს არის ის, რასაც ბიჭები აკეთებენ.

ერთადერთი რაც გვაინტერესებს, ისაა, რასაც სეზონის ბოლოს მივაღწევთ. ეს ჩემპიონატი რთულია და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, უპირატესობა არ მაინტერესებს. ბოლოს თუ გვექნება იმდენი ქულა, რომ ვერავინ დაგვეწევა, მაშინ ნამდვილად დავინტერესდები“, - თქვა კლოპმა.

შეგახსენებთ, „ლივერპული“ პრემიერლიგას 21 ტურის შემდეგ 16-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს და საინტერესო რეკორდიც დაამყარა.

0.118132