სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

3:52 | 12.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

სერია A დუღს
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

იტალიის სერია A-ს პირველი წრის ბოლო ტურმა სამი მატჩით აიღო სტარტი და სამივე მეტად საინტერესო გამოდგა. ზლატან იბრაჰიმოვიჩმა „მილანში“ დაბრუნების შემდეგ პირველად გაიტანა, „ლაციომ“ პირადი რეკორდი დაამყარა, „ინტერმა“ კი ქულები დაკარგა.

თავდაპირველად, სარდინიაზე, „მილანი“ „კალიარის“ ესტუმრა და როგორც იქნა ის ფეხბურთი ითამაშა, რასაც მისგან ელიან. ყოველშემთხვევაში, „როსონერის“ სათამაშო მექანიზმი აშკარად მოფერიანებული იყო წინა ტურებთან შედარებით. „კალიარი“ წელს კარგი გუნდია, მაგრამ ლომბარდიელებმა შანსი არ მისცეს. მეორე ტაიმში კი სტეფანო პიოლის გუნდმა ორი უპასუხო გოლიც გაიტანა. ჯერ იყო და სამუ კასტილიეხოს პასით რაფაელ ლეაომ გახსნა ანგარიში, მერე ზლატანმა ტეო ერნანდესის გადაცემას ერთი შეხებით შედეგიანად შეაგება ფეხი. შვედმა თითქმის რვაწლიანი პაუზის შემდეგ გაიტანა სერია A-ში და ნამატჩევს სტეფანო პიოლის განცხადებით, სკანდინავიელი ჯერ საუკეთესო კონდიციაში არ იმყოფება. იბრაც ბედნიერი გახლდათ გოლით, მაგრამ აქცენტი საქმეზე გააკეთა - სამუშაო კიდევ ბევრი გვაქვსო. სხვათა შორის, იბრაჰიმოვიჩი „მილანის“ ისტორიაში რიგით მეხუთე ხანდაზმული ფეხბურთელი გახდა ალესანდრო კოსტაკურტას, პაოლო მალდინის, ფილიპო ინძაგისა და ნილს ლიდჰოლმის შემდეგ, რომელმაც იტალიის ჩემპიონატში გაიტანა. ისიც ვთქვათ, რომ ამ გამარჯვებით „როსონერი“ რამდენიმე პოზიციით დაწინაურდა და უკვე მეშვიდე ადგილზე აღზევდა.

რომში, „ლაციომ“ „ნაპოლი“ მიიღო და 120 წლისთავი არ ჩაიშხამა. ამაში დიდწილად ნეაპოლელთა მეკარის, დავიდ ოსპინას დამსახურებაა, მაგრამ ნურც სიმონე ინძაგის გუნდს დავუკარგავთ გარჯას. ბოლოს და ბოლოს, „ლაციაელემ“ ზედიზედ მეათე მატჩი მოიგო და ისტორიაში ასეთი სერია პირველად აქვს - რეკორდი დაამყარა. ერთადერთი გოლი ოსპინას დაუდევარ თამაშს მოჰყვა და ჩირო იმმობილემ ცარიელ კარში გაიტანა, უკვე მეოცე გოლი სეზონში და ბომბარდირთა დავას კომფორტულად ლიდერობს. ჯენარო გატუზოს „ნაპოლის“ საქმე კი უკვე ძალიან ცუდადაა და „აძური“ მეცხრე ადგილამდე დაეშვა. უნდა ვთქვათ, რომ ნეაპოლელები თამაშიდან გამომდინარე რომში გინდა თუ არა, მარცხს იმსახურებდნენო, ვერ ვიტყვით, მაგრამ ფაქტი სახეზეა და ფაქტი მათთვის უარყოფითია.

დღის ბოლო მატჩი „ინტერსა“ და „ატალანტას“ შორის შედგა. ორი „ნერაძურის“ დაპირისპირება მართლაც საინტერესო გამოდგა და გუნდებმა გოლები გაცვალეს. ლაუტარო მარტინესმა რომელუ ლუკაკუს ჩინებული პასით უკვე მეოთხე წუთზე გახსნა ანგარიში, მაგრამ ამის შემდეგ ანტონიოკონტეს გუნდს ღირებული პრაქტიკულად არაფერი გაუკეთებია. „ატალანტა“ კი პირიქით, უტევდა და გათანაბრებს ცდილობდა. გათანაბრება ჯამპიერო გასპერინის გუნდმ 75-ე წუთზე რობინ გოსენსის გოლით მოახერხა. ბოლოსკენ, ბერგამოელებმა გამარჯვების დიდებული შანსიც გაუშვეს ხელიდან, როდესაც ლუის მურიელმა პენალტი მეტად უნიათოდ შეასრულა და სამირ ჰანდანოვიჩმა აჯობა. სხვათა შორის, სლოვენიელს სერია A-ში პენალტების 30% მოგერიებული აქვს, რაც ფანტასტიკური მაჩვენებელია. ისიც ვთქვათ, რომ პირველ ტაიმში „ატალანტა“ პენალტს ითხოვდა, როდესაც ლაუტარო მარტინესმა ხელით დაიჭირა ტოლოის ფეხი, მაგრამ მსაჯის დუმდა და ვიდეორეფერიც. ამ ეპიზოდზე გასპერინიმ ნამატჩევს ისაუბრა და თქვა, რომ ყველამ დაინახა თამაშის წესის დარღვევა მსაჯების გარდა. „ინტერმა“ 46 ქულა დააგროვა და „იუვეს“ ქულით გაასწრო.

ტურინელები მე-19 ტურის მატჩს კვირას, რომში, „რომასთან“ გამართავენ და თუ ზამთრის ჩემპიონობა სურთ, აუცილებლად უნდა მოიგონ, თუ არადა, „ინტერი“ გაიფორმებს ფორმალურ ტიტულს. მართალია, სერია A-ში უპირატესობა ურთიერთშეხვედრებს ენიჭება და „იუვემ“ „ინტერს“ პირველ წრეში მოუგო, მაგრამ ეს ძალაში მხოლოდ მაშინ შედის, როდესაც გუნდები ორჯერ ითამაშებენ ერთმანეთში. იქამდე, სატურნირო ცხრილში განლაგებისთვის ყურადღება ბურთების ბალანსს ექცევა და ამ კუთხით მილანელები წინ არიან. ისე, საჩემპიონო რბოლაში „ლაციოც“ ჩაბმულია და „ინტერს“ 4 ქულით კი ჩამორჩება, მაგრამ თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. სიმონე ინძაგიმაც თქვა, რომ მის გუნდს სკუდეტომდე ცოტა უკლია. ვნახოთ, რა მოხდება მეორე წრეში, დიდი ხანია აპენინზე ასეთი სიანტერესო, დაძაბული და მაგარი სეზონი არ გვინახავს...

„კალიარი“ – „მილანი“ 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 ლეაო (46), 0:2 იბრაჰიმოვიჩი (64)

„ლაციო“ – „ნაპოლი“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 იმმობილე (82)

„ინტერი“ – „ატალანტა“ 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 ლაუტარო მარტინესი (4), 1:1 გოსენსი (89)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.353785
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X