ფეხბურთი

1:24 | 12.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო" ლეგენდების ტურნირზე: მოგება "ლევერკუზენთან", წაგება - "დორტმუნდთან" (+VIDEO)

„დინამო თბილისის“ ლეგენდების გუნდმა ბერლინში ასპარეზობა დაიწყო და ტურნირის პირველ დღეს ორი თამაში ჩაატარა. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი თავდაპირველად „ლევერკუზენს“ გაეჯიბრა და 4:2 აჯობა.

ალექსანდრე იაშვილი გამორჩეული იყო „დინამოს“ რიგებში, რომელმაც დუბლი გაიფორმა, უგოლოდ მოედანი არც კახა კალაძესა და ოთარ მარცვალაძეს დაუტოვებიათ. მეორე შეხვედრაში თბილისელებმა „დორტმუნდთან“ დაძაბულ ბრძოლაში, 2:3 წააგეს. გოლები იაშვილისა და ლაშა სალუქვაძის ანგარიშზეა.

„დინამო“ ჯგუფური ეტაპის მატჩს კვირას, თბილისის დროით 17:30 საათზე გელზენკირხენის „შალკესთან“ გამართავს და ჯგუფიდან გასვლას ეცდება.

0.128531