ფეხბურთი

0:05 | 12.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

10-დან 10: "ლაციოს" ისტორიული პირადი რეკორდი

რომის „ლაციო“ ბრწყინვალე ფორმაშია და იტალიისს სერია A-ს მე-19 ტურში ჩირო იმმობილეს გოლით „ნაპოლი“ (1:0) დაამარცხა. სიმონე ინძაგის გუნდისთვის უშუალოდ იტალიის ჩემპიონატში ეს სარეკორდი გამარჯვება აღმოჩნდა.

საქმე ისაა, რომ „არწივებმა“ ზედიზედ მეათე თამაში მოიგეს და მსგავსი შთამბეჭდავი სერია 120-წლიან ისტორიაში არასდროს ჰქონიათ. ხსენებულ მონაკვეთში რომაელებმა შემდეგ გუნდებს აჯობეს:

„ფიორენტინა“ (2:1), „ტორინო“ (4:0), „მილანი“ (2:1), „ლეჩე“ (4:2), „სასუოლო“ (2:1), „უდინეზე“ (3:1), „იუვენტუსი“ (3:1), „კალიარი“ (2:1), „ბრეშა“ (2:1) და „ნაპოლი“ (1:0).

აქვე გეტყვით, რომ „ლაციომ“ ბოლოს ქულები 19 ოქტომბერს, შინ „ატალანტასთან“ დაკარგა, რომელთანაც 0:3 მარცხდებოდა, მაგრამ საბოლოოდ ფრეს (3:3) მაინც გამორჩა. ინძაგის შეგირდები 42 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე არიან და ლიდერთა დუეტს („იუვენტუსი“ და „ინტერი“) მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩებიან.

0.11433