ფეხბურთი

21:00 | 11.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" დიეგო დემმე დაიმატა

"ლაიპციგის" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი დიეგო დემმე კარიერას "ნაპოლიში" გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია იტალიური კლუბის ტვიტერის გვერდმა გაავრცელა. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენწლიანი კონტრაქტი გააფორმა გერმანელმა ნახევარმცველმა. ფეხბურთელის სანაცვლოდ იტალიელებმა 10 მილიონი ევრო გადაიხადეს.

დემმე "ლაიპციგმა" 2014 წელს "პადერბორნიდან" დაიმატა. მას შემდეგ გერმანელმა 214 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი და 18 საგოლე გადაცემა შეასრულა. დიეგომ გერმანიის ეროვნულ ნაკრებში მიწვევა 2017 წელს მიიღო და ერთ შეხვედრაში მონაწილეობა შეძლო, თუმცა მას შემდეგ ბუნდესნაკრებში აღარ მოხვედრილა.

0.110556