ფეხბურთი

13:56 | 11.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ინძაგიმ ტოტი "ბენევენტოს" ფეხბურთელად წარადგინა

ფილიპო ინძაგი სერია B-ს ბინადარ „ბენევენტოს“ ავარჯიშებს და „ჯალოროსის“ ერთ-ერთ ვარჯიშზე ფრანჩეკო ტოტი ესტუმრა.

ლეგენდარული ფეხბურთელის სტუმრობსი შემდეგ ინძაგიმ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და იხუმრა - ტოტი „ბენევენტოს“ ფეხბურთელად წარადგინა:

„მძიმე მოლაპარაკებების შემდგე ჩვენ შეთანხმებას მივაღწიეთ! წარმოგიდგენთ „ბენევენტოს“ ახალ გამთამაშებელს! ყოველთვის შესანიშნავია შენი ნახვა, რამდენი ლამაზი ემოცია გვაკავშირებს“, - დაწერა ინძაგიმ.

აღსანიშნავია, რომ პიპოს ხელმძღვანელობით „ბენევენტო“ შესანიშნავად თამაშობს და სერია B-ს 46 ქულით ლიდერობს, ხოლო უახლოეს მდევარს 12 ქულით უსწრებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112953