ფეხბურთი

2:25 | 11.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: კუტრონე "ფიორენტინას" ფეხბურთელია

ფლორენციის „ფიორენტინამ“ პატრიკ კუტრონეს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. იტალიელმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და კონტრაქტს ხელი მოაწერა.

კუტრონე „იების“ ღირსებას მომდევნო წელიწადნახევრის განმავლობაში იჯარით დაიცავს, ხოლო მისი გამოსყიდვა 16 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი.

აპენინელი ფორვარდი გასულ ზაფხულს „მილანიდან“ „ვულვზში“ გადავიდა, მაგრამ ნისლიან ალბიონზე თავი ვერ გამოიჩინა, 24 მატჩში მხოლოდ 3 გოლი გაიტანა და სამშობლოში დაბრუნდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112943