ფეხბურთი

1:56 | 11.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

Breaking: ჩავისა და "ბარსელონას" წარმომადგენლების შეხვედრის დეტალები ცნობილია

კატალონიის „ბარსელონაში“ ჩავი ერნანდესის დაბრუნება სულ უფრო რეალური გახდა. როგორც ცნობილია, სპორტული დირექტორი ერიკ აბიდალი და აღმასრულებელი დირექტორი ოსკარ გრაუ ყატარში მასთან მოსალაპარაკებლად ჩავიდნენ.

ისინი ჩავის შეხვდნენ, რომელიც ამჟამად „ალ-სადის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობს. გავლენიანი გამოცემა As-ი აღნიშნული შეხვედრის დეტალებს ასაჯაროვებს და წერს, რომ ჩავის „ბარსელონა“ 2.5-წლიან კონტრაქტს სთავაზობს. „ბარსას“ წარმომადგენლებისა და ლეგენდარული ფეხბურთელის შეხვედრა დაახლოებით ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა. რაც შეეხება ჩავის პასუხს, ამ ეტაპზე უცნობია.

თავის მხრივ, საქმეში ყატარული გუნდიც ჩაერთო, რომელმაც განცხადება გაავრცელა. "ალ-სადი" წერს, რომ "ბარსელონამ" პირველ რიგში კლუბთან უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები.

აქვე გეტყვით, რომ "ბარსელონადან" ერნესტო ვალვერდეს შესაძლო გათავისუფლებაზე ხმები მას შემდეგ გავრცელდა, რაც "ბარსელონამ" ესპანეთის სუპერთასზე მადრიდის "ატლეტიკოსთან" (2:3) მარცხი განიცადა.

რაც შეეხება ჩავის, 39 წლის ესპანელმა სამწვრთნელო კარიერა რამდენიმე თვის წინ „ალ-სადიში“ დაიწყო, სადაც საფეხბურთო კარიერა 2019 წელს დაასრულა.

0.118786